ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პიტერ სიიარტო - სანამ სამშვიდობო სამიტი გაიმართება, მოემზადეთ გაჟონვის, ყალბი ამბების და განცხადებების ტალღისთვის, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ის არ შედგება

პიტერ სიიარტო - სანამ სამშვიდობო სამიტი გაიმართება, მოემზადეთ გაჟონვის, ყალბი ამბების და განცხადებების ტალღისთვის, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ის არ შედგება

ბუდაპეშტში სამშვიდობო სამიტი გამოცხადების მომენტიდან აშკარა იყო, რომ ბევრი ყველაფერს გააკეთებდა მის შესაჩერებლად, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი მტკიცებით, „ომის მომხრე პოლიტიკური ელიტა და მათი მედია“ ყოველთვის ასე იქცევიან მოვლენების წინ, რომლებიც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ომსა და მშვიდობას შორის.
„სანამ სამიტი რეალურად გაიმართება, მოემზადეთ გაჟონვის, ყალბი ამბების და განცხადებების ტალღისთვის, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ის არ შედგება“, - წერს სიიარტო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.