ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვიქტორ ორბანი - რაც გადაიდო, მაინც გაიმართება, სამიტი შედგება და რუსეთ-უკრაინის ომის სამშვიდობო ხელშეკრულებას ბუდაპეშტში მოეწერება ხელი

ვიქტორ ორბანი - რაც გადაიდო, მაინც გაიმართება, სამიტი შედგება და რუსეთ-უკრაინის ომის სამშვიდობო ხელშეკრულებას ბუდაპეშტში მოეწერება ხელი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ბუდაპეშტში დაგეგმილი სამიტი მაინც გაიმართება.
„რაც გადაიდო, მაინც გაიმართება. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რაც იმის ფაქტად შეიძლება ჩაითვალოს, რომ სამშვიდობო სამიტი ბუდაპეშტში გაიმართება. სამშვიდობო ხელშეკრულებას ბუდაპეშტში მოეწერება ხელი“, - აღნიშნა ორბანმა გამოცემა Index-თან საუბარში.
ამასთან, მისი თქმით, ევროპელმა ლიდერებმა პირდაპირი კონტაქტი უნდა დაამყარონ რუსეთთან,დაიწყონ მოლაპარაკებები და მიაღწიონ რუსეთ-ევროპის შეთანხმებას ევროპული უსაფრთხოების სისტემისა და ასევე უკრაინის მომავლის შესახებ.
„ეს არის პირველი, რაც ჩვენ გვინდა. მეორე ის არის, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა დაამყარონ გაწევრიანებასთან დაკავშირებული ურთიერთობა ომის შემდგომ უკრაინასთან, არამედ უნდა დავამყაროთ სტრატეგიული პარტნიორობა. ნუ ჩავერთვებით ომში, ნუ გავგზავნით ფულს. ყოველთვის დავდოთ შეთანხმებები უკრაინასთან, რომლებიც მისთვის კარგია, მაგრამ საფრთხეში არ ჩაგვაგდებს“, -აღნიშნა ორბანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.