ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პიტერ სიიარტო აშშ-რუსეთის სამიტზე - ვესაუბრე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესა და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს - მზადება მიმდინარეობს

პიტერ სიიარტო აშშ-რუსეთის სამიტზე - ვესაუბრე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესა და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს - მზადება მიმდინარეობს

უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული, უნგრეთი მზადაა, აშშ-რუსეთის სამიტს უმასპინძლოს, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი განცხადებით, სამიტისთვის მზადება მიმდინარეობს.
„უზრუნველვყოფთ ყველა პირობას პროდუქტიული მოლაპარაკებებისთვის, რათა საბოლოოდ დაბრუნდეს მშვიდობა ევროპაში. ვესაუბრე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესა და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს - მზადება მიმდინარეობს“, - წერს სიიარტო.
აშშ-რუსეთის სამიტისთვის მზადების მიმდინარეობის შესახებ განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმაც გაავრცელა.
„ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. აშშ-რუსეთის სამშვიდობო სამიტისთვის მზადება მიმდინარეობს. უნგრეთი მშვიდობის კუნძულია!“-დაწერა ორბანმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს. მისი ინფორმაციით, შეხვედრა უნგრეთში გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.