არქივი31 აგვისტო, 2026, 22:42
პირველი სექტემბრიდან ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით, 3000 ვაკანსია გამოცხადდება

პირველი სექტემბრიდან ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით, 3000 ვაკანსია გამოცხადდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობამ მოუწოდა მუნიციპალიტეტებს, რომ სტაჟირების მსურველებისთვის თავდაპირველი კვოტები გაზარდონ, რათა ახალგაზრდებს საკუთარ რაიონსა და რეგიონში შეეძლოთ ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა.
ლევან ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია „ახალი სისხლისა და ახალი თაობის შესვლა საჯარო სამსახურში“.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.