არქივი17 იანვარი, 2025, 21:27
პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მამებისა და შვილების მარში გაიმართა

პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მამებისა და შვილების მარში გაიმართა.
მარშის მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
მსვლელობის მონაწილეები სკანდირებდნენ: „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!“ „საქართველო, საქართველო!“.
მარშის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს შეუერთდნენ, რომლებიც უკვე 51-ე დღეა ყოველდღიურად იკრიბებიან.
პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.