არქივი11 იანვარი, 2025, 20:38
პარლამენტის მიმართულებით ფილარმონიიდან „მეგობრების მარში“ იმართება

პარლამენტის მიმართულებით ფილარმონიიდან „მეგობრების მარში“ იმართება.
მსვლელობის მონაწილეებს ხელში უჭირავთ საქართველოს, ევროკავშირის და აშშ-ის დროშები. ასევე, სხვადასხვა შინაარსის ბანერები - „საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა“, „გავიმარჯვებთ სახელოვნად“, „მოვითხოვთ ახალ არჩევნებს“.
ისინი სკანდირებენ: „საქართველო“, „ბრძოლა ბოლომდე“.
მათ გადაკეტილი აქვთ საავტომობილო გზის ერთი ნაწილი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.