მსახიობების მარში პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდა

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას მსახიობები შეუერთდნენ, რომლებმაც მანამდე საპროტესტო მსვლელობა გამართეს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრიდან რუსთაველის თეტრის მიმართულებით.
მარშის მონაწილეების მხრიდან რუსთაველის თეატრთან ისმოდა შეძახილები: “არა ტირანიას”, “გაუმარჯოს ქართულ თეატრს”. ამასთან, მოსახლეობას ქართული თეატრის დღეც მიულოცეს.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებმა მორიგი საპროტესტო აქცია – საქართველოს-ამერიკის მეგობრობის მარში დააანონსეს, რომელიც 20 იანვარს, 19:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და საკანონმდებლო ორგანოსთან დასრულდება.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს. რუსთაველის გამზირის პარალელურად აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც გაიმართა.
უწყვეტი პროტესტის 48-ე დღესაც მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნები და აქციების პერიოდში დაკავებული პირების უპირობო გათავისუფლებაა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა