ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პეტერ ფიშერი - ვულოცავთ ქართველ მეგობრებს დამოუკიდებლობის დღეს - გერმანია და ევროპა თქვენს გვერდით დგას

პეტერ ფიშერი - ვულოცავთ ქართველ მეგობრებს დამოუკიდებლობის დღეს - გერმანია და ევროპა თქვენს გვერდით დგას

ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დამოუკიდებლობის დღეს! ქართველები ყოველთვის დაუღალავად შრომობდნენ დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის თავიანთ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ევროპა ქართველების გვერდით დგას.
„ჩვენ პატივს ვცემთ და აღფრთოვანებულები ვართ ამ ურყევი ერთგულებით. გერმანია და ევროპა თქვენს გვერდით დგას. გაგიმარჯოს საქართველო“, - წერს ელჩი.
შეგახსენებთ, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.