არქივი26 მაისი, 2025, 11:09
ინდოეთის საგარეო მინისტრი - ვულოცავთ საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ვულოცავთ საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. გავაგრძელებთ ჩვენი კავშირების გაღრმავებისკენ მიმართულ ძალისხმევას“, - აღნიშნულია ინდოეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.