ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პესკოვი: პუტინისა და ტრამპის შეხვედრის თარიღზე ლაპარაკი ჯერ შეუძლებელია

პესკოვი: პუტინისა და ტრამპის შეხვედრის თარიღზე ლაპარაკი ჯერ შეუძლებელია

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ამ ეტაპზე დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის "არანაირი მონახაზი" არ არსებობს.

"ჯერ შეუძლებელია თარიღებზე საუბარი, იმიტომ რომ არანაირი მონახაზი არ არსებობს. თუ პრეზიდენტები მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეხვედრა რა თქმა უნდა შედგება, თარიღებს თავად სახელმწიფოების მეთაურები შეათანხმებენ". – თქვა პესკოვმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ დღეს, მოსკოვი და ვაშინგტონი "ორმხრივი ურთიერთობების რეანიმაციისა და სხვადასხვა დონეებზე დიალოგის აღდგენის გზას ადგანან".

ბოლო მონაცემებით, 18 მარტს ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგება, რომელზეც ლიდერები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.