იური უშაკოვი - ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის ორგანიზება შესაძლოა საკმაოდ სწრაფად მოხდეს

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის, ისევე როგორც მათი სატელეფონო საუბრის ორგანიზება, შესაძლოა, საკმაოდ სწრაფად მოხდეს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
„ამ შეხვედრის და სატელეფონო საუბრის ორგანიზება, შესაძლოა, საკმაოდ სწრაფად მოხდეს“, - განაცხადა უშაკოვმა.
ამასთან, მისი თქმით, შესაძლო კონტაქტების მომზადების დეტალებზე, ჯერჯერობით, კონკრეტულს ვერაფერს იტყვის.
"ამ თემას ამერიკელებთან ერთად განვიხილავთ. ვემზადებით შეხვედრისთვის და მისი ორგანიზება მოხდება როგორც კი ამის საჭიროება გაჩნდება", - განაცხადა უშაკოვმა პუტინისა და ტრამპის შეხვედრისთვის მზადების შესახებ საუბრისას.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.