ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

CBS News: მოსკოვში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი ჩავიდა

CBS News: მოსკოვში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი ჩავიდა

ამერიკული ტელეკომპანია CBS News-ის ჟურნალისტის, ჯენიფერ ჯეიკობსის ინფორმაციით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯონ რეტკლიფი მოსკოვში იმყოფება.

ჟურნალისტი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ რეტკლიფი რუსეთის დედაქალაქში შეხვედრების ჩასატარებლად ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების C-17 ტიპის თვითმფრინავით ჩაფრინდა.

ცნობა ოფიციალურად ჯერჯერობით არ დადასტურებულა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში პირველად, რუსეთში ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Boeing C-17 Globemaster III დაშვა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.