არქივი23 იანვარი, 2024, 14:49
პესკოვის განცხადებით, პუტინის თურქეთში ვიზიტი მზადების პროცესშია
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის თურქეთში ვიზიტი დაგეგმვის პროცესშია. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
პესკოვის თქმით, პუტინის თურქეთში ვიზიტის თარიღი ჟურნალისტებს დროულად ეცოდინება.
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ რუსეთ-თურქეთის უმაღლეს დონეზე კონტაქტები დღის წესრიგშია და ისინი მზადდება. როგორც კი პრეზიდენტები საბოლოოდ შეათანხმებენ ვიზიტის თარიღს, მედიას ამ ინფორმაციას მივაწვდით“, - აცხადებს პესკოვი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.