არქივი23 იანვარი, 2024, 01:30
დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებას არ ესმის ომის დასრულების შესახებ დაპირებას ტრამპი როგორ შეასრულებს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებას არ ესმის სრულმასშტაბიანი ომის დასრულების შესახებ დაპირებას თეთრი სახლის ექსლიდერი დონალდ ტრამპი როგორ შეასრულებს.
„ჩვენ არ გვესმის, როგორ შეიძლება ამის გაკეთება. არანაირი კონტაქტები არ ყოფილა“, - ხაზგასმით აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით სიტუაციას „ძალიან სწრაფად“ მოაგვარებს. ის აცხადებს, რომ დიალოგში შეძლებს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების ჩართვას.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.