ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პესკოვი: ზელენსკის სურს პუტინის მსგავსი იყოს, მაგრამ ეს არ გამოუვა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სურს კრემლის ლიდერის მსგავსი იყოს, მაგრამ ეს არ გამოუვა.

„ზელენსკის სურს იყოს პუტინის მსგავსი, რათა ხალხმა მხარი დაუჭიროს მას, მაგრამ ეს არ გამოუვა. ის კვლავ ცდილობს მოიპოვოს აბსოლუტურად დომინანტური მხარდაჭერა, მას ძალიან სურს იყოს, მაგალითად, პრეზიდენტი პუტინის მსგავსი, მაგრამ ეს არ გამოუვა“, - აღნიშნა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, კიევისთვის ვითარება უფრო და უფრო გართულდება და რუსეთი შეასრულებს „სპეცოპერაციის“ მიზნებს.

„ზელენსკი მძიმე მდგომარეობაშია. ქვეყანაში არეულობაა, ამიტომ მას პოზიციების შენიღბვა უწევს“, - დასძინა პესკოვმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.