პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პატრიარქმა შიო III-მ უკრაინის რუსული ეკლესიის მეთაურს ინტრონიზაციის 12 წლისთავი მიულოცა

პატრიარქმა შიო III-მ უკრაინის რუსული ეკლესიის მეთაურს ინტრონიზაციის 12 წლისთავი მიულოცა
პატრიარქმა შიო III-მ უკრაინის რუსული ეკლესიის მეთაურს ინტრონიზაციის 12 წლისთავი მიულოცა - ინფორმაციას მსოფლიო საეკლესიო სიახლენი ავრცელებს და წერს, რომ მისალოც წერილში შიო III-მ მიტროპოლიტ ონუფრის მაღალი და პასუხისმგებლიანი მსახურება აღნიშნა და მას „თავისი ხალხისა და ქრისტეს ეკლესიისადმი თავდადებული სიყვარულის ჭეშმარიტი მაგალითი“ უწოდა:
„შემოქმედის ყოვლადსახიერი განგებულების იმედით თქვენ ღირსეულად ატარებთ თქვენზე დაკისრებულ მაღალ და საპასუხისმგებლო პირველმღვდელმთავრულ მსახურებას და თქვენს სამწყსოს საკუთარი ხალხისა და ქრისტეს ეკლესიისადმი თავდადებული სიყვარულის ნამდვილ მაგალითს აჩვენებთ. [...] ყოვლადმოწყალე უფალმა იესო ქრისტემ თავისი საღმრთო მადლი, შეწევნა და მშვიდობა მიჰმადლოს უკრაინასა და მთელ მსოფლიოს“ - ნათქვამია პატრიარქ შიო III-ის წერილში.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აგვისტო 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.