24 აგვისტოს ზუგდიდის უწყვეტი პროტესტი უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს მიეძღნება, ჩვენი სტუმარი კი მწერალი ბექა ქურხული იქნება, რომელიც თავის წიგნებს – „უკრაინული დღეები“ წარადგენს.
ბექა ქურხულის ტრილოგია, უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, კიდევ ერთხელ აშიშვლებს რუსული იმპერიალიზმის სახეს “ცარიზმიდან” პუტინის რეჟიმამდე. ეს ნაწარმოები ნათლად გვიჩვენებს, რომ ქართველი ხალხი მუდამ თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის გვერდით იდგა და აგრესორის წინააღმდეგ უშიშრად იბრძოდა.
შემოგვიერთდით ორშაბათს, 24 აგვისტოს, 19:00 საათზე ერთად აღვნიშნოთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღე და შევხვდეთ ავტორს, რომელმაც საკუთარი თვალით იხილა, თუ როგორ იბძვიან უკრაინელები თავისუფლებისა და დამოუკიდებლოებისათვის!
Слава Україні
დიდება საქართველოს
