ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“პარლამენტში ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებ” - გენო პეტრიაშვილი პოლიტიკაში მოდის

“პარლამენტში ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებ” - გენო პეტრიაშვილი პოლიტიკაში მოდის

„პირველ რიგში, მე, როგორც გენო პეტრიაშვილმა ძალიან ბევრი ემოცია შევძინე ჩემს გულშემატკივარს, რაც შემეძლო. ახლაც ვეცდები, ძალიან ბევრი კარგი საქმე გავაკეთო და შევუერთდე ამ ძალიან მაგარ გუნდს. თითოეულ ჩვენგანს ძალიან გვიყვარს ჩვენი სამშობლო და ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიიღოს ეს გადაწყვეტილება. პარლამენტში ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებ. ვეცდები, გუნდთან ერთად ბევრი კარგი საქმე გავაკეთოთ ახალგაზრდებისთვის, სპორტსმენებისთვის, დევნილებისთვის, ჩემი ქალაქელებისთვის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი გზა არის მხოლოდ ევროპაში, მშვიდობით, ღირსებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გულშემატკივარს კიდევ ერთხელ დიდი სიყვარული ჩემგან“ - ამბობს ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი, რომელიც “ქართული ოცნების” სიის მეათე ნომრად წარდგა.

თუმცა, როგორც მან აღნიშნა სპორტისთვის თავის დანებებას არ აპირებს:

„სპორტი ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის არის, ყოველთვის იქნება. უბრალოდ, ახლა დრო დამჭირდება, რომ ტრამვები მოვიშუშო, მაგრამ ვრჩები სპორტში, ჩემს უსაყვარლეს ადამიანებთან, უსაყვარლეს საქმიანობასთან ერთად“, – აღნიშნა მან.

არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.