ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გენო პეტრიაშვილი: მე პირველ რიგში ჩემი სამშობლო - საქართველო მიყვარს და ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდი ძალიან ბევრ მაგარ საქმეს გააკეთებს

გენო პეტრიაშვილი: მე პირველ რიგში ჩემი სამშობლო - საქართველო მიყვარს და ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდი ძალიან ბევრ მაგარ საქმეს გააკეთებს

„მე პირველ რიგში ჩემი სამშობლო - საქართველო მიყვარს და ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდი ძალიან ბევრ მაგარ საქმეს გააკეთებს. დავიბრუნებთ ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებს და ავაშენებთ ძალიან მაგარ სახელმწიფოს“, - ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა, „ქართული ოცნების“ სიის მე-7 ნომერმა გენო პეტრიაშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

„ოკუპანტების მიერ ჩემი გატაცება - ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია, ჩემი წარსულია და გადავლახე, გავიმარჯვე ძალიან ბევრ რამეზე, ძალიან დიდ სირთულეზე.

წარმოშობით სამაჩაბლოდან ვარ, ძალიან მიყვარს და გული მტკივა, რომ დროებით ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენი გუნდი იქნება ის, ვინც მიიყვანს ჩვენს ქვეყანას გაერთიანებამდე და ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოს ავაშენებთ“, - აღნიშნა გენო პეტრიაშვილმა

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.