ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გენო პეტრიაშვილი - არ არის სასიამოვნო ის ნეგატიური სმს-ები, რასაც ჩვენი ოჯახის წევრები იღებენ - არსებობენ გარკვეული ჯგუფები, ვინც ამას აკეთებს, მაგრამ ჩვენ ვპატიობთ, გულთან ახლოს არ მიგვაქვს და არ ვაქცევთ ყურადღებას

გენო პეტრიაშვილი - არ არის სასიამოვნო ის ნეგატიური სმს-ები, რასაც ჩვენი ოჯახის წევრები იღებენ - არსებობენ გარკვეული ჯგუფები, ვინც ამას აკეთებს, მაგრამ ჩვენ ვპატიობთ, გულთან ახლოს არ მიგვაქვს და არ ვაქცევთ ყურადღებას

ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოა ჩემთვის და დიდი პატივია, ვულოცავ ოლიმპიელებს, ვინც დაჯილდოვდნენ, - ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა ორბელიანების სასახლის წინ მიმდინარე სახალხო ზეიმზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს ჯილდოები გადასცა.
გენო პეტრიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დაჯილდოვდნენ ის სპორტსმენებიც, რომელთაც ოლიმპიადასა და პარალიმპიადაზე მედლები ვერ მოიპოვეს.
„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გუშინ გამოაცხადა მთავრობის მეთაურმა, რომ ოლიმპიური თამაშების მონაწილეები, ვინც მედლის გარეშე დარჩნენ, ასევე დაჯილდოვდნენ უმაღლესი ჯილდოთი, პრემიული ანაზღაურებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის განვითარებისთვის და ჩვენი ოლიმპიელებისთვის“, - განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.
ამასთან, გენო პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაშია, მისი ოჯახის წევრები „ნეგატიურ და არასასიამოვნო სმს-ებს იღებენ“.
„არ არის სასიამოვნო ის ნეგატიური და არასასიამოვნო სმს-ები, რასაც ჩვენი ოჯახის წევრები იღებენ. არსებობენ გარკვეული ჯგუფები, ვინც ამას აკეთებს, უბრალოდ ეს არ არის ლამაზი. მაგრამ ჩვენ ვპატიობთ ამ ყველაფერს, გულთან ახლოს არ მიგვაქვს და არ ვაქცევთ ყურადღებას“, - განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.