პარლამენტში გიორგი ცაგარეიშვილის ადგილმონაცვლე არჩილ გორდულაძე იქნება

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გიორგი ცაგარეიშვილის ადგილმონაცვლეს არჩილ გორდულაძის დანიშვნის საკითხი განიხილა და მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, არჩილ გორდულაძესთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაცია არსებობს, ყველა შესაბამისი საბუთი და მისი თანხმობა.
„მხარი დავუჭიროთ არჩილ გორდულაძეს და მისი უფლებამოსილება იყოს ცნობილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. პლენარული სხდომის მხარდაჭერის შემდეგ, კოლეგას დარბაზში მივესალმებით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
გიორგი ცაგარეიშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნასთან დაკავშირებით ვადაზე ადრე შეუწყდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს