დეპუტატ გია ცაგარეიშვილს პარლამენტში არჩილ გორდულაძე ჩაანაცვლებს

პარლამენტმა დღეს კენჭი უყარა ახალი წევრის, არჩილ გორდულაძის მიღებას. 77 ხმით 0-ის წინააღმდეგ გორდულაძე პარლამენტის ახალი წევრი გახდა. კენჭისყრას არ ესწრებოდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები აბსოლუტური უმრავლესობა. სხდომის დაწყებისას დარბაზში მხოლოდ “გირჩის” წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი იყო.
არჩილ გორდულაძე გია ცაგარეიშვილს ჩაანაცვლებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
გორდულაძე 2023 წლიდან დღემდე იყო თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე. საკრებულოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იქამდე წლების განმავლობაში მუშაობდა პარლამენტში: ჯერ ფრაქცია “ქართული ოცნების” აპარატის იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელად, შემდეგ კი ამავე ფრაქციის აპარატის უფროსად.
არჩილ გორდულაძეს ბაკალავრისა და მაგისტრატურის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტზე მიიღო. ამჟამად არის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი. 2019-2020 წლებში იყო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
რაც შეეხება გია ცაგარეიშვილს, პარლამენტში ყოფნისას მან მხარი დაუჭირა რუსული კანონის მიღებას, რომელიც ქვეყანაში ზღუდავს სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიას. დასავლეთის სახელმწიფოები აცხადებენ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი ამ კანონის მიღების გამო შეჩერებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა