პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტმა გია ცაგარეიშვილის ადგილმონაცვლედ არჩილ გორდულაძის უფლებამოსილება ცნო

პარლამენტმა გია ცაგარეიშვილის ადგილმონაცვლედ არჩილ გორდულაძის უფლებამოსილება ცნო.
პარლამენტის დადგენილების პროექტი გორდულაძისთვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილეს და კენჭი უყარეს. არჩილ გორდულაძის უფლებამოსილების საკითხს მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ცნობისთვის, გია ცაგარეიშვილს, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ 20 ივნისს დაინიშნა, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე გუშინ შეუწყდა. ის 2022 წლიდან საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივნისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.