პარლამენტი ახალ პრემიერსა და მთავრობის წევრებს მომდევნო კვირას დაამტკიცებს – ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია საპარლამენტო განხილვებში

პარლამენტი ახალ პრემიერს და მთავრობის წევრებს, მომდევნო კვირას დაამტკიცებს. ოპოზიცია მთავრობის განახლებული გუნდის მხარდაჭერაზე უარს ამბობს, თუმცა ისინი საპარლამენტო განხილვებში ჩაერთვებიან.
“ცხადია, დავესწრები ახალი მთავრობის წარდგენას. ამ მომენტში, არანაირი განსაკუთრებული კითხვები არ მაქვს, რადგანაც გაურკვეველია, რა იცვლება. თუკი გაჩნდა განცდა, რომ რამე იცვლება, მაშინ, ბუნებრივია, კითხვებიც გაჩნდება,” – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.
პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრი დავით ხაჯიშვილი კი აცხადებს, რომ პარლამენტში ამ დღეს “ნაციონალური მოძრაობა” აუცილებლად იქნება.
“ჩვენ გამოვიყენებთ ტრიბუნას იმისთვის, რომ გავაშიშვლოთ “ქართული ოცნება”, – აცხადებს ხაჯიშვილი.
საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობას აპირებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროოპტიმისტები” წევრი ხატია დეკანოიძეც, რომელიც ამბობს, რომ კითხვები ბევრია და ოპოზიციამ ტრიბუნა ამისთვის უნდა გამოიყენოს.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” რიგით მერვე ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს. ამ თანამდებობაზე, ის ირაკლი კობახიძეს ცვლის. ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურად დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით