რა პროცედურები აქვს გასავლელი საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის მომავალ მეთაურს და მის სამთავრობო პროგრამას ნდობის გამოცხადებამდე

პარტიული წესდების ყველა პუნქტი უკვე შესრულებულია, ახალი პრემიერ-მინისტრის და მისი მთავრობის დამტკიცებას მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერაღა ჭირდება. პროცესი ხვალიდანვე დაიწყება, მომდევნო კვირის გრაფიკი კი, ბიუროს სხდომაზე გაიწერება.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პროგრამას და მის სამთავრობო გუნდს, პარლამენტში ელოდება საპარლამენტო ოპოზიციაც. პოლიტიკური პარტიები მომდევნო კვირას ყველა დაგეგმილ განხილვაში ჩაერთვებიან.
დასწრებისა და არაერთი შეკითხვის მიუხედავად, ოპოზიციის გადაწყვეტილება ახალი მთავრობის მხარდაჭერის ნაწილში წინასწარვე ცნობილია. ისინი ს და მის გუნდს ნდობას არ გამოუცხადებენ.
დარწმუნებულები არიან, რომ სამთავრობო ცვლილება მხოლოდ ფორმალურია და რეალურ შედეგს ვერ გამოიღებს. ოპოზიციის გადაწყვეტილება – არ დაუჭირონ მხარი მთავრობის ახალ მეთაურს, არ უკვირს მმართველ გუნდს. “ქართული ოცნება” დარწმუნებულია, რომ ირაკლი ღირსეული პრემიერ-მინისტრი იქნება.
პრემიერობის ახალი კანდიდატი სამთავრობო გეგმით პარლამენტში მომავალ კვირას მივა. სწორედ მომავალ კვირას იქნება საკომიტეტო განხილვები და პლენარული სხდომა, სადაც საკანონმდებლო ორგანო მთავრობის ახალ მეთაურს და მის გუნდს დაამტკიცებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირში გაწევრიანება ინსტრუმენტადაა გამოყენებული, რათა ხელისუფლებაზე, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს პრინციპულად იცავს და გარე დაკვეთებს ერთმნიშვნელოვნად არ ემორჩილება, გავლენა მოახდინონ