პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დედაქალაქის მთავარი გამზირი დღესაც გადაიკეტა. აქცია 108-ე დღეა უწყვეტად იმართება.
შეგახსენებთ, 2024 წლის 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - ასევე, 2028 წლის ბოლომდე მთავრობა უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებას თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო უწყვეტი აქციები მოჰყვა.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მარტი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.