ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაიწყო - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაიწყო - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაიწყო. გადაიკეტა საავტომობილო მოძრაობაც.
ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე პოლიციის კორდონია მოწყობილი და აღნიშნულ მონაკვეთში გადაადგილება შეზღუდულია.
პარლამენტის წინა მხარეს, სადაც რკინის ჯებირებია განთავსებული, აქციის მონაწილეთა ნაწილია შეკრებილი. ისინი პროტესტს ჯებირებზე ბრახუნით, შეძახილებითა და სტვენით გამოხატავენ.
უკვე მეცხრე დღეა, რაც თბილისში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გპარლამენტთან პროტესტი გრძელდება - კვლავ გადაკეტილია რუსთაველის გამზირიამოსვლები მიმდინარეობს. მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.