ქუთაისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – გადაკეტილია რუსთაველის გამზირი

ქუთაისის მერიასთან მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე შეაჩეროს, სხვადასხვა თაობის და პროფესიის ადამიანები აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეების თქმით, „საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპაშია და ქვეყნის გარუსებას არავინ შეეგუება“.
ამ დროისთვის ქუთაისის მერიასთან, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: პროკურატურის მიერ გია ბარამიძის მიმართ დაწყებულ საქმეს მინდა გამოვეხმაურო, რომელიც დაიწყო ჩემ საავტორო გადაცემა “საქართველოს დაბადებაში” გია ბარამიძის მიერ გამოთქმული მოსაზრების გამო