პარლამენტთან საპროტესტო აქცია მე-14 დღეა გრძელდება – კვლავ გადაკეტილია რუსთაველის გამზირი

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მე-14 დღეა უწყვეტად მიმდინარეობს.
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი დაიკავეს, რის გამოც საავტომობილო გზა გადაიკეტა.
მანამდე, საჯარო სექტორში დასაქმებული პირები რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ და აქციას შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები საჯარო მოხელეების მსვლელობას ტაშით შეხვდნენ.
ინფორმაციისთვის, მოქალაქეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა