ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ორი აქტივისტი, სავარაუდოდ, დააკავეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ორი აქტივისტი, სავარაუდოდ, დააკავეს
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ორი აქტივისტი, თაკო კურატიშვილი და ლილუ შაველაშვილი, სავარაუდოდ, დააკავეს. „პუბლიკა“ ინფორმაციის დაზუსტებას შსს-სთან ცდილობს.
⭕ თეა წულუკიანის კომისიის სხდომის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პოლიციამ აქციის მონაწილეები 9 აპრილის ქუჩაზე გზის გადაღმა შეაკავა და მათ პარლამენტის წინ ტროტუარზე გადასვლის შესაძლებლობას არ აძლევს.
⭕ თამარ კურატიშვილი, რომელსაც ხელში ეჭირა ბანერი „ანწუხელიძე უკვდავია“, პარლამენტის წინ ტროტუარზე გადავიდა. პოლიციამ პირველ ჯერზე ის გზის მეორე მხარეს ძალის გამოყენებით გადმოიყვანა, თუმცა კურატიშვილი ტროტუარზე ისევ დაბრუნდა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა. კურატიშვილთან ერთად დააკავეს ლილუ შაველაშვილი, რომელიც მის დახმარებას ცდილობდა.
⭕ აქტივისტების დაკავების დროს პოლიცია ფიზიკური ძალის გამოყენებით ცდილობდა, აქტივისტები ტროტუარიდან გადაეყარა.
ფოტო: ლევან ზაზაძე
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.