ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტთან აქციაზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს

პარლამენტთან აქციაზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს

პარლამენტთან აქციაზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს. თავდაპირველად აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რის უფლებასაც მათ სამართალდამცველები არ აძლევდნენ. პოლიციასა და სამართალდამცველებს შორის პერიოდულად ადგილი აქვს სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „რუსებო, მონებო“; „ომი ვინ დაიწყო?“.
ამასთან, ცოტა ხნის წინ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერი ელენე ხოშტარია დააკავეს.
პარლამენტთან აქციის მონაწილეები, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.