არქივი28 მარტი, 2025, 18:36
არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან, 9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს

პარლამენტთან, 9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე 2 ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ, დააკავეს.
აქციის მონაწილეები, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას აპროტესტებენ.
ახალგაზრდებმა, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე დროებითი საგამოძიებო კომისიის პარალელურად აქცია ჯერ პარლამენტის უკანა შესასვლელთან გამართეს, შემდეგ კი 9 აპრილის ქუჩაზე გადაინაცვლეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
დამატებით დეტალებს „ინტერპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არკვევს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.