პარლამენტთან ახალგაზრდები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ - საკანონმდებლო ორგანოსკენ მსვლელობით მიემართებიან სტუდენტებიც
პარლამენტთან ახალგაზრდები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ.
მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლეს მე-12 კლასელებმაც, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს განათლების სამინისტროსთან აპროტესტებდნენ.
ახალგაზრდებმა პარლამენტთან ბანერი გაშალეს წარწერით: “მომავალი ჩვენია”. ამასთან, შეკრებილები სკანდირებენ: “არა რუსულ რეჟიმს”, “საქართველო”.
პარლამენტისკენ მსვლელობით მიემართებიან სტუდენტებიც, რომლებიც სამედიცინო უნივერსიტეტთან იყვნენ შეკრებილი.
რუსთაველის გამზირზე განლაგებულია პოლიცია, რომლებიც აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.