განათლების სამინისტროსთან მე-12 კლასელები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ
მე-12 კლასელები, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ, განათლების სამინისტროსთან არიან შეკრებილები.
როგორც მე-12 კლასელები აცხადებენ, განათლების სამინისტროსთან შეკრებას სიმბოლური დატვირთვა აქვს. მათი თქმით, ქართველი ახალგაზრდების გულისტკივილია განათლება და მათი არჩევანია ევროკავშირი.
“ჩვენ მე-12 კლასელები ვართ, უკვე გამოვიარეთ სასკოლო ნაწილი, სტუდენტები უნდა გავხდეთ, რასაკვირველია, ჩვენი გულისტკივილი არის განათლება. ქართველ ახალგაზრდებს მთელი გულით გვინდა ევროკავშირი. ამიტომ, სიმბოლურად ავირჩიეთ განათლების სამინისტრო”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მე-12 კლასელები განათლების სამინისტროდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობით აპირებენ გადანაცვლებას.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.