ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარიზში დონალდ ტრამპის, ემანუელ მაკრონის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა

პარიზში დონალდ ტრამპის, ემანუელ მაკრონის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვლადიმირ ზელენსკისთან და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან პარიზში სამმხრივი შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს.
შეხვედრას წინ უძღოდა დონალდ ტრამპისა და ემანუელ მაკრონის ორმხრივი შეხვედრა, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
„როგორც ჩანს, მსოფლიო ახლა ცოტა გიჟდება და ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს მაკრონთან მოლაპარაკების წინ.
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა: "ჩვენ გვქონდა შესანიშნავი ურთიერთობა, როგორც ყველამ იცის. ჩვენ ბევრს მივაღწიეთ".
თავის მხრივ, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ფრანგი ხალხისთვის დიდი პატივია უმასპინძლონ მას ნოტრ-დამის ტაძრის ხანძრიდან ხუთი წლის შემდეგ.
„მაშინ თქვენ პრეზიდენტი იყავით და მე მახსოვს თქვენი სოლიდარობა და დაუყოვნებელი რეაქცია“, – განუცხადა მაკრონმა ტრამპს.
ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტის სასახლეში ტრამპის მისვლიდან 45 წუთის შემდეგ მივიდა.
საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ სამმხრივი შეხვედრა ემანუელ მაკრონის ინიციატივით გაიმართა.
შეგახსენებთ, დღეს პარიზში ხუთი წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიას 40-მდე ქვეყნის მთავრობის ლიდერი ესწრება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.