დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის დამყარება სურს, მას ცეცხლის შეწყვეტა სურს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის მშვიდობისთვის.
დონალდ ტრამპმა გამოცემა New York Post-თან ინტერვიუში საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან, ემანუელ მაკრონთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან პარიზში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე ისაუბრა.
„მას მშვიდობის დამყარება სურს. ეს სიახლეა. მას ცეცხლის შეწყვეტა სურს. დეტალებზე არ გვისაუბრია. ის ფიქრობს, რომ დროა და პუტინმა უნდა იფიქროს, რომ დროა, რადგან როცა 700 000 ადამიანს კარგავ, დროა. ეს არ დასრულდება მანამ, სანამ მშვიდობა არ დამყარდება“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, ზელენსკის ესაუბრა, თუ როგორ უნდა დასრულდეს სისხლიანი კონფლიქტი, რომელიც 2022 წლიდან მძვინვარებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ