ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იგეგმება თუ არა პარიზში სალომე ზურაბიშვილისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა?

იგეგმება თუ არა პარიზში სალომე ზურაბიშვილისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა?

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ვიზიტით გაემგზავრა. პრეზიდენტის საფრანგეთში ვიზიტის შესახებ ყველა დეტალი უცნობია. თუმცა, როგორც კულუარებში ამბობენ, სალომე ზურაბიშვილი, გარდა იმისა, რომ მაკრონსა და სხვა უმაღლეს პირებს შეხვდება, დიდი ალბათობით, დონალდ ტრამპთან საუბარსაც მოახერხებს და პირადად მიაწვდის იმ ფაქტებს, რაც საქართველოში ხდება.
შეგახსენებთ, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ოფიციალური ცერემონიაზე დასასწყებად დონალდ ტრამპი საფრანგეთში უკვე ჩავიდა. როგორც უცხოური პრესა წერს, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა დონალდ ტრამპსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შორის. პარიზში ასევე იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ელისეის სასახლის ცნობით, ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ემანუელ მაკრონი ორმხრივ მოლაპარაკებებს უკრაინის ლიდერთანაც გამართავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.