პაპუაშვილი: პოლიტიკური განცხადებებით მართლმსაჯულებისთვის გვერდი ჯერ არავის აუვლია

პოლიტიზების მცდელობას ყველანაირად უნდა შევეწინააღმდეგოთ. ეს არის სწორედ ტაქტიკა, რომ პოლიტიზება მოხდეს სისხლის სამართლებრივი საქმის, ბრალის და სამართლებრივი პროცესის და ამითი ყურადღება მოდუნდეს მთავარ საკითხზე. მთავარ საკითხს რაც შეეხება, ბრალი არის წარდგენილი, ეს არის სამართლებრივი პროცესი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები.
პოლოტიკური განცხადებებით და ინსინუაციებით საქართველოში მართლმსაჯულებისთვის გვერდის ავლა ჯერ არავის გამოსვლია. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ყველა კონცენტრირდეს სამართლებრივ საკითხებზე, მათ შორის, ჩვენ ვიხილეთ, რომ კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ჩვენებები, აღიარებები, ასე რომ, ამას სჭირდება პასუხი, ამ კითხვებზეა პასუხი გასაცემი და არა სხვა პოლიტიკური ინსინუაციები. […]
მითუმეტეს, ძალიან არასწორი არის, როდესაც ისეთ პოლიტიკურ ინსინუაციებში შესვლა ხდება, რომელიც უკვე ცდება მათ შორის არა მხოლოდ რეალობას, არამედ არასწორიც არის…
როცა საუბარი არის ადამიანზე, რომელმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ამ ადამიანმა მძიმე ცოდვები დაიდო, ცილი დასწამა და თავი მოიკლა. თუ ვინმე კეთილის მსურველი ყავს, მე ეჭვი მეპარება, რომ ის ადამიანები, რომლებიც ახლა მას იყენებენ იარაღად, ასე ვთქვათ, და მის სიტყვებს, სწორედ ისინი არიან მისი ყველაზე დიდი მტრები, ჩემი აზრით. ადამიანი ასეთი დამძიმებული წავიდა და, მე მგონი, მნიშვნელოვანია, რომ თუკი რაიმეს სცემენ პატივს, ამ ადამიანის სული მოასვენონ.