ნარკორეალიზატორების მიმართ განსაკუთრებით მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ვატარებთ – ბაკურ აბულაძე

სისხლის სამართლის პოლიტიკა განსაკუთრებით მკაცრია ნარკორეალიზატორების მიმართ. 2023 წლის 9 თვის მონაცემებით სისხლისსამართლებრივი დევნა 155 ნარკორეალიზატორის მიმართ დაიწყო, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი 136 პირის მიმართ დადგა“, – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის 2023 წლის 9 თვის ანგარიშის წარდგენისას, გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ ისაუბრა.

გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის ბაკურ აბულაძის განცხადებით, 2023 წლის 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდში ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებთან დაკავშირებით, დევნა დაწყებულია 52 პირის მიმართ. ასევე აღინიშნა, რომ საკომუნიკაციო საშუალებებით განხორციელებული ნარკოვაჭრობა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
“2023 წლის 9 თვეში სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელდა საკომუნიკაციო საშუალებებით ვაჭრობაში მონაწილე 45 პირის მიმართ, რომელთა უმრავლესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. ამასთან, ყველა საქმეზე უზრუნველყოფილია გასაღებისთვის მომზადებული და სხვადასხვა ლოკაციებზე გასაღებისთვის ფარულად განთავსებული მნიშვნელოვანი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალებების ამოღება.“-განაცხადა ბაკურ აბულაძემ.
როგორც ანგარიშის წარდგენისას გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ნარკორეალიზატორთა მიმართ ყველა შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების სახით მოთხოვნილი იქნა პატიმრობა. აქვე ნარკოტიკების რეალიზაციის პროცესში უკანონო შემოსვლის ლეგალიზაციაზე ისაუბრა.
“ნარკოტიკების რეალიზაციის პროცესში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, მხილებულია საქართველოში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც ე.წ. ,,ლოკაციებზე“ განთავსების გზით ახორციელებდა რამდენიმე სახეობის ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას.“-განაცხად ბაკურ აბულაძემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ ბრძოლას ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორების მიმართ და ასევე პარალელური ფინანსური გამოძიებების ჩატარებას ნარკორეალიზატორების საქმეებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მთავარი დამფინანსებელია და წლიწადში 1 000 000 ლარს აძლევს – სააგენტომაც და საელჩომაც კარგად იციან, რომ ამ ორგანიზაციას მკაფიო პოლიტიკური დღის წესრიგი და საარჩევნო მიზნები აქვს

აცრემლებული მშობლები გვირეკავენ, რომ მათ შვილებზე მასიური ბულინგი ხორციელდება. დასცინიან, შეურაცხყოფებს აყენებენ, ეზოებში ხვდებიან იმათ, ვინც ქუჩაში არ გადის. ამ ფაშიზმს იწონებს დასავლეთი?

გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ ანტიეროვნული, მორალურად გაუფასურებული ძალა დგას, რომელიც საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შენარჩუნებას კანონის წაუკითხავი ემოციური ახალგაზრდებით ცდილობს

ახალგაზრდებს აყენებენ წინ აირწინაღებით, მაგრამ მათ უკან ვაშაძე, ხოშტარია, ჯაფარიძე, დეკანოიძე და სხვა დეიდა-ბიძიები დგანან, რუსებზე ბინების მიმქირავებლები, რუსებისგან ჰონორარების მიმღები და ტერიტორიების 20 % ხონჩით მიმრთმევები