ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება - თავშესაფრად გადაკეთებულ სკოლის შენობაზე ისრაელის თავდასხმას 27 ადამიანი ემსხვერპლა

პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება - თავშესაფრად გადაკეთებულ სკოლის შენობაზე ისრაელის თავდასხმას 27 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელმა ღაზას სექტორის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ დეირ ალ-ბალახში, სკოლის ყოფილ შენობაზე, რომელსაც იძულებით გადაადგილებული პირები აფარებენ თავს, საჰაერო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც დაიღუპა 27 და დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი, - ამის შესახებ პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება იუწყება.
ისრაელის თავდაცვის ძალებში ამტკიცებენ, რომ საჰაერო თავდასხმის სამიზნე ბოევიკები იყვნენ, რომლებიც აღნიშნულ შენობაში მოქმედებდნენ.
„დარტყმის დაწყებამდე ბევრი ნაბიჯი გადაიდგა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების რისკის შესამცირებლად, მათ შორის ზუსტი საბრძოლო მასალის გამოყენება, საჰაერო მეთვალყურეობა და დამატებითი დაზვერვა“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.