ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო - ისრაელის ავიაიერიშს ღაზაში 24 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზის ჩრდილოეთში, ჯაბალიაში განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად მინიმუმ 24 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა, მუნირ ალ-ბურშმა CNN-ს განუცხადა, რომ დაშავებულია 90 ადამიანი, ბევრი კი, სავარაუდოდ, ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი.
„საჰაერო დარტყმა ალ-შიჰაბების ოჯახის სახლზე, სადაც დევნილი ოჯახები იყო განთავსებული, დღეს დილით განხორციელდა. დაღუპულთა უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან“, - აღნიშნა ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა.
შეგახსენებთ, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ღაზაში ისრაელის თავდასხმებს 7 ოქტომბრის შემდეგ, დაახლოებით, 19 000 ადამიანი ემსხვერპლა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.