ისრაელის ტანკები ღაზის სექტორის სამხრეთით, ქალაქ ხან-იუნისში წინსვლას განაგრძობენ – სამხედროები ადგილობრივ მოსახლეობას ჰუმანიტარული ზონებში გადასვლისკენ მოუწოდებენ

ისრაელის ტანკები ღაზის სექტორის სამხრეთით, ქალაქ ხან-იუნისში წინსვლას განაგრძობენ. სამხედროები ადგილობრივ მოსახლეობას ქალაქის ცენტრში გადაადგილებისგან თავის შეკავებასა და ჰუმანიტარული ზონებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.
ქალაქის საავადმყოფოს დირექტორის თქმით, პერსონალი დაშავებულების რაოდენობას ვერ უმკლავდება. ადგილზე სამედიცინო მარაგი, საკვები, წყალი და საწვავი იწურება.
პარალელურად, ინტენსიური საჰაერო თავდასხმები ფიქსირდება ჩრდილოეთ ღაზაში.
ისრაელის ჯარები, “ჰამასის” ბოლო ორ დასაყრდენს ჯაბალიასა და შეჯაიას ალყაში აქცევენ,
– ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.
ისრაელის პრემიერ მინისტრმა კი განაცხადა, რომ “ჰამასის” ათობით წევრი ჩაბარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს დაჯგუფების “დასასრულის დასაწყისია”.
რაც შეეხება დაღუპულთა რაოდენობას, “ჰამასის” მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანკლავში, ისრაელის სამხედროების ოპერაციების შედეგად, 18,200 ადამიანი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან