ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაკისტანში შეიარაღებული დაჯგუფება პოლიციის განყოფილებას დაესხა თავს - დაიღუპა 4 და დაშავდა 28 ადამიანი

პაკისტანში შეიარაღებული დაჯგუფება პოლიციის განყოფილებას დაესხა თავს, დაიღუპა 4 და დაშავდა 28 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, დერა ისმაილ ხანში განხორციელბულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანურმა თალიბანის დაჯგუფებამ აიღო.
შეიარაღებულმა პირებმა პოლიციის განყოფილების შესასვლელთან ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული ავტომანქანა ააფეთქეს, შემდეგ კი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს.
პაკისტანურმა თალიბანის დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მათ სამიზნეს პაკისტანის არმია წარმოადგენდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.