ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დილით რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 19 რაკეტა გაუშვა, დაიღუპა ერთი ადამიანი | შეიარაღებული ძალები

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 8 დეკემბერს დილით 19 რუსული რაკეტიდან 14 ჩამოაგდო. მისი თქმით, რაკეტები ჩამოაგდეს კიევისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში.
დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა განმარტა, რომ თავდასხმის შედეგად დნეპროპეტროვსკის ოლქის პავლოგრადის რაიონში ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაშავდა - ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ განაცხადა, რომ კიევის მიმართულებით გაშვებული ყველა რაკეტა ჩამოაგდეს.
"79-დღიანი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მტერმა განაახლა თავდასხმები საკრუიზო რაკეტებით Tu-95MS სტრატეგიული თვითმფრინავიდან", - განაცხადა პოპკომ.
მისი თქმით, კიევის რეგიონში რუსული რაკეტების ფრაგმენტებმა კერძო სახლები დააზიანა, არავინ დაშავებულა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.