ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ს ნევადის უნივერსიტეტში შეიარაღებულმა პირმა სამი ადამიანი მოკლა, ერთი დაშავდა

ამერიკის ნევადის უნივერსიტეტში შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 67 წლის კოლეჯის ლექტორი იყო, რომელიც წარსულში აღმოსავლეთ კაროლინას უნივერსიტეტში ასწავლიდა.
პოლიციის თქმით, თავდამსხმელი პოლიციასთან ორმხრივი სროლისას მოკლეს. ამ ეტაპზე შეიარაღებული თავდასხმის მოტივი უცნობია.
სამართალდამცავ ორგანოებში სროლის შესახებ ინფორმაცია დილის 11:45 საათზე შევიდა. პოლიციის ცნობით, სროლა შენობის მეოთხე სართულზე დაიწყო, რის შემდეგაც სტუდენტები და ლექტორები აუდიტორიებში ჩაიკეტნენ. პოლიციას კამპუსის გაწმენდისთვის 40 წუთი დასჭირდა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.