არქივი9 ნოემბერი, 2024, 04:24
პაკისტანის მოქალაქე, ირანთან თანამშრომლობდა და ტრამპის მკვლელობას გეგმავდა – აშშ

აშშ-ში დააკავეს პაკისტანის მოქალაქე, რომელიც ქვეყნის გენერალური პროკურორის თქმით, ირანთან თანამშრომლობდა და აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობას გეგმავდა.
ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს და წერს, რომ დაკავებული ნიუ-იორკში ივნისში ჩავიდა, რათა შეხვედროდა მათ, ვისთან ერთადაც გეგმავდა მკვლელობას. მან ორ სავარაუდო თანამზრახველს, 5 ათასი დოლარი ავანსის სახითაც გადაუხადა, რომლებიც შეფარულად სამართალდამცავების ფორმაში იყვნენ.
დამნაშავემ აშშ მიმდინარე წლის ივლისში დატოვა, თანამზრახველები გააფრთხილა, რომ ისინი მითითებებს მიიღებდნენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.