აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავდა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ [FBI] დაადგინა, რომ ირანი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და სხვა პირების მკვლელობას გეგმავდა.
„იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წარუდგინა ირანის აგენტს, რომელსაც რეჟიმმა დაავალა კრიმინალების ქსელის ხელმძღვანელობა ირანის სამიზნეების – მათ შორის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის – მკვლელობაში. ასევე დაკავებულია ორი პირი, რომელიც გეგმავდა აშშ-ში ამერიკელი ჟურნალისტის, რეჟიმის კრიტიკოსის მკვლელობას“, – განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა.
გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი, კრისტოფერ ვრეი აცხადებს, რომ ქსელის უკან დგას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი.
„ბიუროს მუშაობის წყალობით, მათ სქემებს ხელი შეეშალა. ამის მოთმენა დაუშვებელია“, – ამბობს იგი.
მთავარი ბრალდებული, 51 წლის ფარჰად შაქერი, სამართალდამცავების ცნობით, ბავშვობიდან ცხოვრობდა აშშ-ში, 2008 წელს კი მოხდა მისი დეპორტაცია, მას შემდეგ, რაც 14-წლიანი სასჯელი მოიხადა ყაჩაღობისთვის. იგი დაკავებული არ არის. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ შაქერი ირანში იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა