ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი – ბრალდებები, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ შეთქმულების უკან თეირანი იდგა, სრულიად უსაფუძვლოა

ბრალდებები, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ შეთქმულების უკან თეირანი იდგა, სრულიად უსაფუძვლოა, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ესმაილ ბაღაის განცხადებას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ბრალდებებს, რომ ირანი აშშ-ის ყოფილი ან ამჟამინდელი ოფიციალური პირების მკვლელობის მცდელობაშია გარეული“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ირანის მოქალაქე, ირანის რეჟიმის ბრალდებით, დონალდ ტრამპის მკვლელობას გეგმავდა. აშშ-ის გენერალური პროკურორის, მერიკ გარლანდის ცნობით, ირანული რეჟიმი დონალდ ტრამპის გარდა სხვა ამერიკელი ოფიციალური პირების მკვლელობასაც გეგმავდა, კერძოდ ერთ-ერთი ამერიკელი ჟურნალისტის, რომელიც ირანული რეჟიმის კრიტიკოსია.
აშშ-ის იუსტიციის განცხადებით, გამოძიებაში ფიგურირებენ ირანის 51 წლის მოქალაქე ფარჰად შაქერი, რომელიც თავისუფლებაზე რჩება და სავარაუდოდ ირანში იმყოფება, ასევე აშშ-ის ორი მოქალაქე – 49 წლის კარლაილ რივერა და 36 წლის ჯონათან ლოუდგოლტი, რომლებიც 7 ნოემბერს, დააკავეს. გამოძიების თანახმად, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა შაქერის დაავალა აშშ-ში ირანული რეჟიმის კრიტიკოსებისთვის ეთვალთვალა და, საჭიროების შემთხვევაში, მათი ლიკვიდაცია მოეხდინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო