პაატა მანჯგალაძე „ოცნებას“ – პუტინიც აღარ მალავს, რომ ომის გეგმა 2006 წელს დაამტკიცა და თქვენ რა ჯანდაბა გჭირთ, რომ ასე დაჟინებით ცდილობთ აგრესორს პასუხისმგებლობა შეუმსუბუქოთ? – სად ისწავლეთ სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის „პატრიოტიზმი“?

არ არსებობს პოლიტიკური მიზანშეწონილობა, რომელიც გაამართლებს საკუთარი ქვეყნის ომის დაწყებაში დადანაშაულებას – სად ისწავლეთ ეს სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის რიტორიკა და „პატრიოტიზმი“?! – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ღალატია, როდესაც „ქართული ოცნების“ წევრები რეზოლუციაზე ხელმოწერას ყოველდღე „აფრიალებენ“.
„არ არსებობს პოლიტიკური მიზანშეწონილობა, რომელიც გაამართლებს საკუთარი ქვეყნის ომის დაწყებაში დადანაშაულებას. ვთქვათ, ვიღაცამ მოაწერა ხელი ისეთ რეზოლუციას, სადაც ყველა პუნქტი იდეალური არ იყო, მაგრამ როცა ამას მტერიც კი არ იყენებს ჩვენს წინააღმდეგ არგუმენტად და შენ ყოველდღე აფრიალებ, ეს უკვე პოლიტიკა კი არა, ღალატია.
პუტინიც კი აღარ მალავს, რომ ომის გეგმა 2006 წელს დაამტკიცა, პირიქით, ამაყობს ამით და თქვენ რა ჯანდაბა გჭირთ, რომ ასე დაჟინებით ცდილობთ აგრესორს პასუხისმგებლობა შეუმსუბუქოთ და საკუთარ ქვეყანას დააკისროთ აგრესორის როლი?! სად ისწავლეთ ეს სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის რიტორიკა და „პატრიოტიზმი?!“ – წერს პაატა მანჯგალაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს