პაატა მანჯგალაძე – აგვისტოს ომის ბიჭებმა აჩვენეს, რომ ერთ ადამიანს შეუძლია თავდადებით შეაჩეროს იმპერია, როცა ზურგს ერის სიყვარული უმაგრებს

აგვისტოს ომის ბიჭებმა აჩვენეს, რომ ერთ ადამიანს შეუძლია თავდადებით შეაჩეროს იმპერია, როცა ზურგს ერის სიყვარული უმაგრებს – გმირობა ჩვენთვის მხოლოდ წარსულის ხსოვნა არ არის, ის გადარჩენის ფორმულაა მომავალშიც,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს.
მანჯგალაძის თქმით, „ომი ჯერ არ დამთავრებულა და მტერმა მხოლოდ სახე და ფორმა შეიცვალა“.
„აგვისტოს ომის გმირები – ბიჭები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლით შეინარჩუნეს იდეა, რასაც საქართველო ჰქვია.
ისინი ცოცხალი მტკიცებულებები არიან იმისა, რომ ერთ ადამიანს შეუძლია თავდადებით შეაჩეროს იმპერია, როცა ზურგს ერის სიყვარული უმაგრებს.
გმირობა ჩვენთვის მხოლოდ წარსულის ხსოვნა არ არის, ის გადარჩენის ფორმულაა მომავალშიც.
სამწუხაროდ, ეს ომი ჯერ არ დასრულებულა. მტერმა მხოლოდ სახე და ფორმა შეიცვალა.
ბიჭების ხსოვნა მაშინ ცოცხლობს, როცა შენით ხარ სწორ ადგილზე და არ ელოდები სხვის მითითებას. ხმაურის გარეშე. ზედმეტი სიტყვების გარეშე. სადაც ხარ, იქ იცავ შენს წილ საქართველოს.
დიდება გმირებს. დიდება საქართველოს.
ძალა ერთიანობაშია და არა ერთმანეთის გლეჯაში“,- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს